მედია: ბრაზილიაში ლავროვის თვითმფრინავს საწვავით შევსებაზე უარი უთხრეს

ბრაზილიაში უარი თქვეს რუსულ სამთავრობო ილ-96-ისთვის საწვავის მიწოდებაზე, რომლითაც ს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრაზილიის პრეზიდენტ ლულა და სილვოისთან შესახვედრად გაფრენას აპირებდა. ამის შესახებ პორტალი Aero Telegraph იტყობინება. ინფორმაციაზე ყურადღება Deutsche Welle-მ გაამახვილა.

როგორც მედია აღნიშნავს, ლავროვი რიო-დე-ჟანეიროდან გეგმავდა ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაში გაფრენას, თუმცა მიმწოდებელმა Vibra Energia-მ არ ისურვა რუსული ილ-96 თვითმფრინავის საწვავით შევსება, შიშობდა რა, რომ თავად დაზარალდებოდა -ის მეორადი სანქციებით.

საბოლოოდ, ბრაზილიურმა მხარემ ლავროვს შესთავაზა, სილვოისთან შეხვედრაზე “თანამგზავრის” რანგში გაფრენილიყო ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მაურო ვიეირას თვითმფრინავით,– წერს მედია.

მედია აღნიშნავს, რომ ლავროვს ბრაზილიაში მოხვედრაც გაუჭირდა. მოსკოვიდან RA-96019 ჯერ სამხრეთით გაფრინდა თურქეთის გავლით, შემდეგ კი კასაბლანკაში. იქ საწვავი დაიმატეს, რამაც თვითმფრინავს საშუალება მისცა, გადაეფრინა ევროპის შეზღუდულ საჰაერო სივრცეზე. მაროკოდან ილ-96 ჰავანაში გაემართა.