მედია – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლონეთიდან უცხო ქვეყნის 180 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლონეთიდან უცხო ქვეყნის 180 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც, – ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებით, ნებაყოფლობით პოლონეთი ბელარუსის 27-მა, მოლდოვის 21-მა და საქართველოს 19-მა მოქალაქემ დატოვა.
ამასთან, პოლონეთიდან 15-21 დეკემბერს უკრაინის 24, საქართველოს 16 და კოლუმბიის 5 მოქალაქის იძულებით დეპორტაცია განხორციელდა.
„მათ შორის იყვნენ უცხოელები, რომლებიც გასამართლებულები არიან ქურდობისთვის, ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისთვის, ფიზიკური ძალადობისთვის, შესაბამისი მოწმობის გარეშე ტრანსპორტის მართვისთვის, ასევე, ის პირები, რომლებმაც სხვებს პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს“, – ნათქვამია პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…