მედია: ბესიკ დონაძე: გელამ [გელაძემ] პირველი ვინც უნდა დაკითხოს – კალაძეა

კორუფციის მკვლევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, რაიონის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე დაზიანებული პარაპეტების მოსახსნელად 100 000-ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. იმ შემთხვევაში თუ შენობა, რომელიც დღეს ჩამოინგრა მე-3 კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მასზე პარაპეტი უნდა მოხსნილიყო, ხოლო თუ მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა მთლიანად უნდა დაეშალათ.

მისი თქმით, პირველი ადამიანი, რომელიც -ს გამოძიებამ უნდა დაკითხოს ა. ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ კალაძემ ჩვენებაში უნდა განმარტოს, “საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ მე-5 კატეგორიის იყო”.

გამოაცხადა 100 ათასიანი ტენდერი და პირდაპირ წერია, რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პარაპეტები. პირდაპირ არის მითითებული ის რაც დღეს ჩამოვარდა, ამის მოსახსნელად 100 000 ლარი იყო გამოყოფილი. 

დიდუბის გამგეობას თუ აქვს ინფორმაცია, რომ არის მე-5 კატეგორიის შენობა, იცის, რომ ავარიულია და შესაბამისად იმ შენობის პარაპეტიც ავარიული. თანხა იყო და რატომ არ მოხსნა ეს პარაპეტი, რატომ შეუქმნა მოსახლეობას პრობლემა. 

თუ მე-3 კატეგორია იყო, მე-5 კატეგორიაზე ხომ მთლიანად უნდა დაეშალათ, მე-3 კატეგორიაზე ტენდერი ჰქონდათ და რატომ არ ჩამოხსნა ის ავარიული პარაპეტი. პირდაპირ აქვს გამოცხადებული ტენდერი, რომ უნდა მისულიყო და მოეხსნა. ვერ აცდებიან პასუხისმგებლობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე სამართლებრივს. 

რაც შეეხება შს მინისტრის განცხადებას – გამოძიება დავიწყე, გამოძიება ხომ დაიწყო შსს-მ გელამ პირველი ვინც უნდა დაკითხოს მის გვერდზე მდგომი ა. კალაძემ უნდა მისცეს ჩვენება, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ მე-5 კატეგორიის იყო, ვის დაავალა, ვინ არ შეასრულა სამუშაოები…” – განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ცნობისთვის, დღეს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, შენობა მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ “სადგურის მოედანზე” დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და “ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”.

შემთხვევის ადგილას მყოფი ინჟინერი, საკრებულოს წარმომადგენელი ნიკო კახეთელიძე კი კალაძისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

პატაპეტი რაც ჩამოინგა, ეს არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი ელემენტი, შენობის გალამაზებისთვის და მოხდა ეს ფაქტი.

შენობა არის მე-3 კატეგორიის. მე-3 კატეგორია არ გულისხმობს, რომ უნდა შემოღობო ეს შენობა,” – განაცხადა მან. 

წყარო