მედია – ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში.
სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ იმყოფება და ახლა იძებნება, ხოლო ერთი მათგანი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის უკვე იხდის.
ადგილობრივი პოლიცია დაკავებულების მიერ ჩადენილ სხვა შესაძლო დანაშაულებს იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…