მედია – დონალდ ტრამპთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს

ს პრემიერ-მინისტრი, იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება, – ინფორმაციას მედიასაშუალებები ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
დასავლური მედია წერს, რომ თუ თუკი ეს ასე მოხდება, ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ტრამპს, ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლში შეხვდება.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ დაგეგმვა, ჯერჯერობით, საორიენტაციოა და რომ დეტალები შეიძლება მოგვარდეს, როდესაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფი, მიმდინარე კვირაში ისრაელში ჩავა და ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
ნეთანიაჰუს გეგმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა. ამასთან, ნეთანიაჰუს პრესპიკერმა, ომერ დოსტრიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე გუშინ დაწერა, რომ ს ლიდერს თეთრ სახლში ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიუღია. ისრაელმა ჩინოვნიკმა კი, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ თეთრ სახლს თებერვალში უნდა ეწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა