მედია – ბელარუსი ოპოზიციონერი, სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს

ბელარუსი ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნაშა ნივა” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტიხანოვსკის გათავისუფლება მინსკში -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ მან უკვე დატოვა ბელარუსის ტერიტორია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააკავეს, რომელზეც ის კანდიდატად გასვლას აპირებდა.
დაპატიმრების შემდეგ კანდიდატად მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა.
2021 წელს მას მკაცრი რეჟიმის კოლონიის 18 წელი მიუსაჯეს. ორ წელზე მეტია მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, ვინაიდან მას სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…