მედია: ბათუმში ხელოვნური კუნძულის აშენებამდე, უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე 4-5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება

კომპანია “ამბასადორი აილენდი”, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.

 ინფორმაციას ამის შესახებ batumelebi.netgazeti.ge – ავრცელებს.

4-5 შენობა-ნაგებობა ჯამურად განთავსდება 8,4 ჰექტარზე, ხოლო 1.3 ჰექტარი გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დანიშნულების პარკის მოსაწყობად.