მედია: ბათუმში პოლიციამ აქციაზე ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა

პოლიციამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოცემა ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავა.

ბათუმელების ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”.

ბათუმელების ინფორმაციითვე, პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.

გამოცემის ცნობით, დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცა პოლიციამ დააკავა აქციის ერთ-ერთი მონაწილე თათია აბულაძე. ბათუმელების ცნობითვე, სამართალდამცავებმა დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – “გაიფიცე”.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია განახლებადია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს