მედია: ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარდგენილი კაცი საკუთარ ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის იძებნება – გამოძიება

ტაივანელი მამაკაცი, რომელიც ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში საკუთარი ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული და ძებნაში მყოფი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა – ამ თემაზე სკანდალურ ჟირნალისტურ გამოძიებას  5 გავლენიანი ორგანიზაცია აქცეყნებს. [OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler, “აი, ფაქტი” და “ფლანგვის დეტექტორი”]

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარდგენილი თომას შუ სინამდვილეში ტაივანელი მინგ ჩინ ჰსუა – პირი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის იძებნება.

5 ორგანიზაციის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შუს საქმიანობა უკავშირდება „Lixin Group“-ს, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ასპონსორებდა და ქველმოქმედებაში მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა, საქართველოში პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად.

გაეროს ანგარიშისა და ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „ლიქსინთან“ დაკავშირებული ქსელი აზიაში ნარკოტრეფიკინგში, უკანონო აზარტულ თამაშებსა და კიბერთაღლითობაში არის ჩართული. 

„ლიქსინის“ სახელს უკავშირდება ბათუმის სანაპიროზე დაგეგმილი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი – „ჰალციონ თაუერსი“, რომლის მშენებლობაც დაანონსებიდან ოთხი წლის შემდეგაც არ დაწყებულა. მის მფლობელობაშია ასევე თბილისის ბიზნესცენტრი „პირიმზე“”- წერენ მკვლევარები.

როგორ მოხვდნენ საქართველოში აზიის კრიმინალურ ქსელებთან დაკავშირებული ფიგურები? ვინ არიან ისინი და ვისთან აქვთ კავშირები? – ვრცლად ნახეთ აქ