მედია: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე რიჟვაძეს თბილისის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე რიჟვაძეს თბილისის პოლიციის უფროსი, დასავლეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლებს.
 სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის უფროსად 2021 წლის ივლისში დაინიშნა. 2018 წლის ოქტომბრიდან მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის უფროსის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო
შეგახსენებთ, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია თორნიკე რიჟვაძემ დღეს Facebook-პოსტით გაავრცელა.