მედია – -ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს

აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მდინარე პოტომაკიდან 30-ზე მეტი ცხედარი ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
NBC News-ის ცნობით, კატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რთული პირობების მიუხედავად, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება.
ცნობისთვის, -ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი სამხედრო იმყოფებოდა.
აშშ-ის ფიგურული ციგურაობის ასოციაციის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე ასოციაციის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავის ბორტზე ცნობილი რუსი მოციგურავეები, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები, ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი იმყოფებოდნენ.
ავიაკატასტროფას აშშ-ის პრეზიდენტი, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემთხვევის „თავიდან აცილება შეიძლებოდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა