მედია – -ში ვიზიტით მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა სერბეთის პრეზიდენტმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც -ში იმყოფება, პარასკევს შეუძლოდ გახდა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.
ალექსანდრ ვუჩიჩი ხუთშაბათს ფლორიდაში ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანის შეხვდა.
სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვუჩიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რიჩარდ გრენელმა ვუჩიჩს გამოჯანმრთელება უსურვა.
ცნობისთვის, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და „რესპუბლიკური პარტიის“ სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრების გამართვის მიზნით აშშ-ში 30 აპრილს ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…