მედია აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე – სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ტექსტი შეთანხმებული არ არის, მაგრამ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა

უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, – ინფორმაციას RBC-Ukraine-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების დროს აქტიურად განიხილეს ტერიტორიული საკითხები და ასევე საუბარი შეეხო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემას.
„მოლაპარაკებები აღარ არის იმდენად ორიენტირებული ჟენევაში შეთანხმებულ ჩარჩოზე, რამდენადაც დარჩენილ პრობლემურ საკითხებზე. ანუ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ახლა საბოლოო ტექსტის 100%-იანი გაგება გვაქვს, მაგრამ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო“, – განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, ამერიკულ მხარეს ესმის თავისი მთავარი ამოცანა, რომ არაფერში არ უნდა დაარწმუნოს.
„მათ ესმით, რომ არსებობს მეორე მხარე და რა საერთო ენასაც არ უნდა მიაღწიონ სთან, რჩება რუსული მხარე, რომელთანაც მათ კვლავ მოუწევთ მუშაობა. მათ ესმით, რომ იქ საქმე უფრო რთულადაა“, – აღნიშნა წყარომ.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს დიდი ყურადღება დაეთმო ტერიტორიების საკითხს. ამავდროულად, ამერიკელები, რომლებიც თავს ამ პროცესში შუამავლებად თვლიან, უკრაინას გადასცემენ ს ფედერაციის პოზიციას, რომელიც მოითხოვს უკრაინული ძალების სრულ გაყვანას დონბასიდან.
წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე დაასაბუთა, თუ რატომ არ არის შესაძლებელი ასეთი მიდგომა, კერძოდ, კონსტიტუციური შეზღუდვების, უკრაინული საზოგადოების აზრისა და რეალურ ვითარებასთან შეუსაბამობის გამო. ამიტომ, უკრაინის პოზიცია უცვლელი რჩება: ტერიტორიებთან დაკავშირებული დისკუსია უნდა დაიწყოს არსებული შეხების ხაზიდან.
„პოტენციური გადაწყვეტილებების პოვნის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული საკითხია“, – დასძინა წყარომ.
უკრაინამ ამერიკელებს ასევე გააცნო თავისი პოზიცია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უკრაინულმა დელეგაციამ განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანების კურსი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და მისი შეცვლა სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით ცუდი პრეცედენტია.
„ამერიკელები მზად არიან მოისმინონ ჩვენი არგუმენტები. კიდევ ერთი საკითხია ის, რომ ისინი მუდმივად ამბობენ: კარგი, შეიძლება 100%-ით მართალი იყოთ, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც და ის ამას და ამას მოითხოვს. როგორც შუამავლებმა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მიხვიდეთ სამშვიდობო შეთანხმებამდე. შეგიძლიათ ლოგიკურად ახსნათ თქვენი პოზიცია რამდენიც გსურთ, მაგრამ თუ მეორე მხარე იტყვის „არას“ – მაშინ რას ვიზამთ?“, – აღნიშნა წყარომ.