მედია – უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის დღემდე ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს, – ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ემზადება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე კონტრაქტების გასაფორმებლად.
POLITICO წერს, რომ პაკეტი, რომელიც შეიძლება პარასკევს გამოცხადდეს, უკრაინისთვის დამტკიცებული 61 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ნაწილია.
გამოცემა ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, დრონებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო იარაღს და ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტებს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი, ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო შეხვედრაზე გამოაცხადებს, რომელიც დღეს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას