“მედია: აშშ უკრაინას ATACMS-ებს გადასცემს. ამერიკელები: გამორიცხულია! 3 თვის თავზე: ATACMS-ები მიწასთან ასწორებენ ბერდიანსკის აეროპორტს” – ლევან ყურაშვილი

“მედია: ს ATACMS-ებს გადასცემს. ამერიკელები: გამორიცხულია! 3 თვის თავზე: ATACMS-ები მიწასთან ასწორებენ ბერდიანსკის აეროპორტს” – ლევან ყურაშვილი
ამერიკის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა ტრამპ-ზელენსკის საუბრის ერთი მონაკვეთი
ტრამპი: “მოსკოვს რატომ არ ბომბავთ?” ზელენსკი: “როცა გვექნება შესაბამისი იარაღი, დავბომბავთ.” ეჭვი მეპარება, ამ მონაკვეთის მედიაში გავრცელება შემთხვევითი ამბავი იყოს. უფრო – პირიქით. და თუ ეს ინფორმაცია მართლა მიზანმიმართულად გავრცელდა, ნიშნავს მხოლოდ ერთს: პუტინს ეუბნებიან, რომ მისთვის სულ მალე შეიძლება ახალი რეალობა დადგეს. დაბომბავს კიევს? – დაიბომბება მოსკოვი. დაბომბავს ლვოვს? – დაიბომბება პეტერბურგი. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: როცა ომის შემდგომ ესკალაციაზე საუბრობენ, ერთი რამ ეშლებათ – მოსკოვი არაა ის, ვისაც მეტი ესკალაცია შეუძლია. რითიც შეუძლია და რაც შეუძლია, ისედაც ყველაფერს იყენებს. დაწყებული სსრკ-ს დასაწყობებული ჯავშანტექნიკით, გაგრძელებული ირანული დრონებით და დასრულებული ჩრ. კორეული ჭურვებითა და ჯარისკაცებით. თუ ვინმეს ესკალაცია შეუძლია, ეს დასავლეთია. თან, ამისათვის ამოუწურავი შესაძლებლობები აქვთ.
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს რომ დავესესხო – Они всерьез пока еще ничего не начинали!
1. მედიაში ჩნდება ინფორმაცია: მოკავშირეებმა შესაძლოა უკრაინას თვითმავალი არტილერია და ჰაიმარსები მიაწოდონ.
ამერიკელები: აპ, აპ, აპ, რა ჰაიმარსები, როგორ გეკადრებათ! 3 თვის მერე: ჰაიმარსები რუსებს მიწასთან ასწორებენ ხერსონთან. 2. მედიაში ჩნდება ინფორმაცია: მოკავშირეები მუშაობენ უკრაინისათვის ტანკებისა და ჯავშანტექნიკის გადაცემაზე. დასავლეთი: ტანკები? არა, ეს გამორიცხულია, ეს არ განიხილება. 1 წლის მერე: უკრაინელების მიერ ოკუპირებული კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ამერიკული აბრამსები და ბრედლები, გერმანული ლეოპარდები და მარდერები გადაადგილდებიან. 3. ჩნდება ინფორმაცია, რომ საუბარი მიდის უკრაინისთვის F16-ების მიწოდებაზე. დასავლეთი: გამანადგურებლები? რას ამბობთ, ეს შეუძლებელია! თვითმფრინავებზე მომზადებას წლები სჭირდება! 8 თვის თავზე: უკრაინის ცაში პირველი F16-ები გამოჩნდნენ. 1.5 წლის თავზე: F16-ებს ფრანგული მირაჟები და შვედური ავაქსები დაემატნენ. 4. მედია: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემას აპირებს… ამერიკელები: გამორიცხულია! ეს გამოიწვევს მეტ ესკალაციას, ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ. 3 თვის თავზე: ATACMS-ები მიწასთან ასწორებენ ბერდიანსკის აეროპორტს. 5. ამერიკული მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე. ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეეძლო თუ არა მოსკოვისა და პიტერის დაბომბვა. ტრამპის პრესსპიკერი: ეს უბრალოდ კითხვა იყო და არა წახალისება. : ზელენსკიმ არ უნდა დაბომბოს მოსკოვი. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე არ ვფიქრობთ.
3 თვის თავზე: Loading…