მედია – აშშ-მა „აზოვისთვის“ იარაღის მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვისთვის“ შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა, – ინფორმაციას The Washington Post-ი -ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ფრთხილი განხილვის შემდეგ, მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადა “აზოვმა” გაიარა ლიჰის შემოწმება“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტი გულისხმობს „ლიჰის კანონს“ რომელიც კრძალავს აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდებას უცხოური ქვედანაყოფებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა ასეთი დარღვევების მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, როდის მოიხსნა აკრძალვა, ან მიიღო თუ არა „აზოვმა“ ამერიკული იარაღი.
გამოცემა წერს, რომ „აზოვის“ ბრიგადას, რომელიც თავდაპირველად მოხალისეების ფორმირება იყო და 2015 წელს უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილი გახდა, აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე წვდომა ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ