მედია – აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე გადადო

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის განცხადებით, სა და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის გამართვამდე შეჩერებულია, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ვფიქრობ, ისინი ამაზე ფიქრობენ – ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს შეხვედრა პუტინთან რამდენიმე კვირაში“, – განუცხადა ტუნმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ის მჭიდრო კონტაქტშია რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით თეთრ სახლთან კოორდინაციას ახორციელებს.
„ვფიქრობ, სულ მცირე, ახლა [გრეჰემი] თეთრ სახლთან მუშაობს იმის დასადგენად, იქნება თუ არა ნაყოფიერი დაგეგმილი შეხვედრა“, – დასძინა ტუნმა.
მეორე წყარომ, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, დაადასტურა, რომ კანონპროექტის განხილვა ტრამპ-პუტინის შეხვედრის დასრულებამდე, ფაქტობრივად, შეჩერებულია.
ცნობისთვის, რუსეთის სანქციების შესახებ კანონპროექტს 80-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს.