აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთში დაეშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ცნობისთვის, ეს რუსეთში სტივ უიტკოფის მეოთხე ვიზიტია. ბოლოს ის ვლადიმერ პუტინს 11 აპრილს შეხვდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.
