მედია – -ის ოფიციალურმა პირებმა ნატოელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მომავალში გაცილებით უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატო-ელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ პრეზიდენტ ს სამშვიდობო შეთანხმებაზე უახლოეს დღეებში დათანხმებისკენ მოუწოდონ, რადგან, თუ მას ხელს არ მოაწერს, მომავალში გაცილებით უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა პარასკევს, გვიან ღამით, ზელენსკისთან მოლაპარაკებებისა და თეთრი სახლიდან სატელეფონო ზარის შემდეგ, კიევში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა.
„არც ერთი შეთანხმება არ არის იდეალური, მაგრამ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
წყაროს ცნობით, შეხვედრის დროს რამდენიმე ევროპელ ელჩს კითხვის ნიშნები ჰქონდა შეთანხმების შინაარსთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აწარმოა აშშ-მა რუსეთთან მოლაპარაკებები მოკავშირეების ინფორმირების გარეშე.
„ეს იყო კოშმარული შეხვედრა. კვლავ იყო „თქვენ არ გაქვთ კოზირის“ არგუმენტი“, – აღნიშნა წყარომ.
შეგახსენებთ, ამჟამად შემოთავაზებული 28-პუნქტიანი შეთანხმება შეიცავს რიგ დებულებებს, რომლებიც სთვის მიუღებელია, მათ შორის ს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას, ასევე იმ ტერიტორიის ნაწილის დათმობასაც, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს. შეთანხმების ტექსტის პროექტში კონფლიქტის დროს ჩადენილი ყველა ომის დანაშაულისთვის ამნისტიასაც ითვალისწინებს.