მედია: -ის მიერ ივანიშვილის დასანქცირებიდან ერთი წელი გავიდა – რა შეიცვალა? (ვიდეო)

სთვის -ის სანქციების დაწესებიდან ერთი წელი გავიდა. სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ვაშინგტონმა 2024 წელს გამოაცხადა და შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

დოკუმენტის მიხედვით, ამერიკული მხარე ივანიშვილს უკავშირებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, პროდასავლური კურსიდან გადახრას და პროცესებზე გავლენას, რაც, მათივე შეფასებით, ემთხვევა კრემლის ინტერესებს.

სანქციების შემდგომი პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ დისკუსიებში ერთ-ერთ ძირითად თემად დარჩა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სანქციებმა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც იქონია გავლენა, ხოლო “ოცნება” აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და არ ეყრდნობა რეალურ ფაქტებს.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან სასწორის ერთ პინზე მისი კეთილდღეობა, ხოლო მეორე პინზე – უსაფრთხოება დევს. მისი თქმით, ივანიშვილისთვისთვის საფრთხეს პუტინი წარმოადგენს, ამიტომ ახლა ის ქვეყნის ერთპიროვნლი მმართველიდან “კრემლის მენეჯერობამდე” ჩამოიქვეითდა.

დღეს უკვე ისეთ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, როდესაც სასწორის ერთ პინაზე დევს მისი კეთილდღეობა, კეთილდღეობის პრობლემები, მაგრამ მეორე პინაზე დევს მისი უსაფრთხოება, სიცოცხლის საფრთხე, გაომდინარე იქიდან, რომ თუ დასავლეთს აქვს ასეთი ეკონომიკური ბერკეტები, პუტინს პოლონიურიანი ჩაი აქვს, რაც ბევრად უფრო დიდი პრობლემაა. ამიტომ, მას მანევრი ახლა, რომ რაღაცა სისტემურად შეცვალოს ქვეყანაში და დააბრუნოს კონსტიტუციური განვითარების გზაზე, რაც გულისხმობს ევროპული ფასეულობების მიღებას და იმპლემენტაციას, ქართულ სინამდვილეში მას არ აქვს, იმიტომ, რომ ეშინია ახლა, სიცოცხლე ერთია, როგორც იტყვიან. ფული თუ დაკარგა, მერე აქ გაპარსავს ვიღაცეებს და შეაშინებს. ფაქტობრივად, პირდაპირი ინსტრუქციები მოდის, თუ რა დროს რა უნდა გააკეთონ, მათ აღარვინ არ ეკითხება. ბიძინა თუ ადრე იყო საქართველოში ერთპიროვნული მმართველი, დღეს უბრალოდ დანიშნული მენეჯერია კრემლის და მეტი არაფერი, – ამბობს .

გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” იმედებს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებდა, თუმცა აქაც იმედები გაუცრუვდა.

2025 წელი “ქართული ოცნებისთვის” ეს იყო წელი ტრამპიდან ტრამპამდე. იანვარში ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ და ელოდნენ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან მოახერხებდნენ ურთიერთობების დალაგებას, წლის თავზე ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ურთიერთობები არა მარტო ვერ დაალაგეს, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჰქონდათ მიღებული წინა ადმინისტრაცის, იქნება ეს ივანიშვილის დასანქცირება, იქნება ეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, ყველა მათგანი არის ძალაში. არანაირი მაღალი დონის შეხვედრა, როგორიც ჰქონდა ალიევს, ფაშინიანს, საქართველოს ხელისუფლებას ვერანაირად ვერ გამოსტყუა და მათი ერთადერთი საგარეო პოლიტიკური წარმატება რჩება ის კეპი, რომელიც საქართველოს წარმომადგენელს აჩუქა ტრამპის ადმინისტრაციამ, – ამბობს მელაშვილი.  

ოპოზიცია ფიქრობს, რომ დასავლეთის მხრიდან სანქციები კიდევ გაგრძელდება.

ფინანსების გარდა, ალბათ სიმშვიდე, რაც მას სჭირდება პარანოიდალური თავისი რაღაცა უსაფრთხოებისთვის. როდესაც ასეთი სანქცია შემოდის, რა თქმა უნდა, ავტოკრატებს, ზოგადად, ემუქრებათ სიმშვიდის დაკარგვა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. სანქციები გაგრძელდება, მაგრამ მთავარია, რომ ყველამ დაინახა, რომ ივანიშვილი არის ძალადობის სახე. ივანიშვილს უნდა ქვეყანაში ქაოსი და ძალადობა, მან ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და ყველას, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრების გარეშე დაგვტოვა, – ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.  

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ სანქციების შიში “ოცნების” და ივანიშვილის თავზე დამოკლეს მახვილივით არის დაკიდებული. ოპოზიციონერი პოლიტიკკოსი დარწმუნებულია, რომ შეზღუდვები სულ მალე ივანიშვილის ხელისუფლების მაღალჩინისნებსაც შეეხებათ.

მათ შეუძლიათ, ხალხის მოთხოვნებს უპასუხონ და დანიშნონ ახალი და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ეს არის ის ფასი, რაც გადაიხადა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, რომ მას არავინ აღიარებს და მათ შორის სანქციების შიში კიდევ უფრო იზრდება. ეს ყოველდღიურად დაკიდული მახვილივით არის “ქართული ოცნების” და განსაკუთრებით ივანიშვილის თავზე. აუცილებლად დადგება “ოცნების” მაღალჩინისნების სანქცირებაც, ვინაიდან უკვე არსებობს უამრავი დასტური იმისა, თუ როგორ ამუშავებს ივანიშვილის ხელისუფლება რუსული ომის მანქანას, როგორ ეხმარება სანქციების თავიდან არიდებაში, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.