მედია: -ის კონგრესში, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” ერთი ხელმომწერი, ჯიმი პანეტა დაემატა

-ის კონგრესში, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” ერთი ხელმომწერი, ჯიმი პანეტა დაემატა | ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს
 ჯო უილსონის მიერ კონგრესში წარდგენილ “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის მიერ ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას კრძალავს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს, ამ დროისთვის ექვსი ხელმომწერი ჰყავს: სტივ კოენი, ლოიდ დოგეტი, მაიკ ლოულერი, მაიკ ტერნერი, ემანუელ კლევერ II და ჯიმი პანეტა
🔻 კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება. აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, “ქართული ოცნების” მთავრობაზე
🔻 კანონპროექტის თანახმად, იკრძალება “ქართული ოცნების” მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა. კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება