მედია – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მხარდასაჭერად და მონიტორინგისთვის 200 ჯარისკაცს განალაგებს

აშშ ღაზას სექტორში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 200 ჯარისკაცს განალაგებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლებიც მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
მათი განცხადებით, 200 ჯარისკაცი სამუშაო ჯგუფის ძირითადი ნაწილი იქნება, რომელშიც ეგვიპტის შეიარაღებული ძალების, კატარის, თურქეთის და, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები შევლენ.
წყაროების ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცების განლაგების ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
-ის ჯარების ღაზაში შესვლა არ იგეგმება“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, ცნობილია, რომ ისინი შექმნიან ერთობლივ საკონტროლო ცენტრს და გააერთიანებენ სხვა უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იმუშავებენ ღაზაში, ს ძალებთან კოორდინაციით, შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.