ავლაბარში, საინგილოს ქუჩაზე, დღეს დილას ხმაური და დაძაბულობა იყო – მერიის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილი, სამი შვილიანი ოჯახი სახლიდან გამოასახლეს და საცხოვრებელი ბულდოზერით დაანგრიეს.
დევნილების თქმით, ეს იყო მათი ერთადერთი თავშესაფარი და ახლა არ იციან, სად გაათენებენ ღამეს.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის დროს სამშვილიანი მამა ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ერთ-ერთი შვილი სამკურნალოდ ჰყავდა წაყვანილი.
მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ მეზობლები და უფლებადამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონდა დევნილი ოჯახის წინასწარ გაფრთხილებისა და ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის გეგმა.
მოქალაქეები ინტერესდებიან, რატომ არ ანგრევენ სხვა სახლებს, რომლებიც მერიის თანამშრომლებს ეკუთვნის და ასევე უკანონოდ არის აშენებული
ინტერესი თუ არ იყო ეს ლევან ხატვანის და ნიკა ელისაშვილის, ჩვენი ყოფილი გამგებლის, რატომ არ მოვიდა მისი სამეგობროს დანგრევა, თუნდაც მისი წარმომადგენელი, ვინც ცხოვრობენ. ის სახლები არის ნულიდან, ის სახლები დღეს აშენდა, ერთი წელია რაც აშენდა. რატომ არ მოყვა დანგრევაში? სამართალი სად არის? ეს არის პირადი ინტერესი მთავრობის მხრიდან, – ამბობს ადგილობრივი.
მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, შენობა უკანონოდ იყო აშენებული და მასზე შესაბამისი ნებართვა არ არსებობდა.