მედია ასახელებს უკრაინის შესახებ აშშ-რუსეთის პირველი შეხვედრის დროს და მონაწილეებს

საუდის არაბეთში -ის და ს დელეგაციების პირველი შეხვედრა 18 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ ამერიკული ინტერნეტგამოცემა Axios-ი და რუსული გამოცემა „კომერსანტი“.
შეხვედრის მიზანია ში ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების განხილვა და პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის მოლაპარაკების მომზადება.
მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
რუსეთის დელეგაციას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის დელეგაციაში, სავარაუდოდ, იქნებიან პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი.
საუდის არაბეთში შეხვედრის ორგანიზებას წინ უძღოდა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრები.
15 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა მ, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ უკრაინას არ მიუღია მიწვევა საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე.
ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში ომის დასრულების შესახებ.
16 თებერვალს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა, რომ როცა რეალური მოლაპარაკებები დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა და ევროპის ქვეყნებიც.
და ევროპის სახელმწიფოები მოითხოვენ, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები მათ ზურგს უკან არ მიმდინარეობდეს.
დღეს, 17 თებერვალს, პარიზში გაიმართება ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრა, რომელზეც უკრაინის შესახებ იმსჯელებენ.
ამასთან, 16 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს.
სვირიდენკომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ვიზიტი დაიწყეს ასამდე ადგილობრივ მეწარმესთან შეხვედრით, მომდევნო დღეებში კი ექნებათ ათეულობით შეხვედრა, რათა მოამზადონ საუდის არაბეთში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები.