“მედია არ უნდა ფინანსდებოდეს უცხოეთიდან, თუნდაც 1%-ით” – ალიევი

„Report“-ის ინფორმაციით, „Bloomberg“-ის სააგენტოს ჟურნალისტური აკრედიტაცია აზერბაიჯანში გაუქმდა.
მანამდე, იგივე ბედი ეწია „BBC News“-სა და „Sputnik“-ის წარმომადგენლობებს აზერბაიჯანში, ასევე, „ამერიკის ხმის“ რადიოს ჟურნალისტურ აკრედიტაციას.
2024 წლის 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მედია არ უნდა ფინანსდებოდეს უცხოეთიდან, თუნდაც 1%-ით.
„ჩვენ აშშ-ში მედიას არ ვაფინანსებთ. რატომ უნდა დააფინანსონ მათ ჩვენი მედია?! საჭირო არ არის. ისინი, „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ მსგავსი რესურსებით, დღე და ღამე აზერბაიჯანის ხალხს და ქვეყანას შეურაცხყოფენ, ჩვენს გამარჯვებას სომხეთზე ჩრდილს აყენებენ“, – განაცხადა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა