არგენტინაში მომხდარმა საზარელმა დანაშაულმა მთელი ქვეყანა შეძრა.
ადგილობრივმა ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდამ სამი ახალგაზრდა ქალი, რომელთაგან ერთ-ერთ არასრულწლოვანი იყო, პირდაპირ ეთერში გააუპატიურა, აწამა და ბოლოს მოკლეს.
ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ მედიაში, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
უსაფრთხოების მინისტრმა ხავიერ ალონსომ განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში არსებულ დახურულ ჯგუფში, “ლაივ“ რეჟიმში გადაცემულ ამ საზარელ კადრებს დაახლოებით 45 ადამიანმა უყურა.
„აი, რა ემართებათ მათ, ვინც ჩემს ნარკოტიკებს იპარავს,“ – აცხადებს ვიდეოშ ერთ-ერთი დამნაშავე.
გოგონები – 20 წლის ბრენდა დელ კასტილიო, 20 წლის მორენა ვერდი და 15 წლის ლარა გუტიერესი პარასკევს გაუჩინარდნენ. მოგვიანებით პოლიციამ დაადასტურა, რომ მათი ცხედრები ბუენოს-აირესის სამხრეთ გარეუბანში მდებარე სახლის ბაღში იპოვეს დამარხული.
გამომძიებლების თქმით, გოგონები თავდაპირველად წვეულებაზე დაპატიჟეს, ისინი ბუენოს-აირესიდან სამხრეთით, დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარე ფლორენსიო ვარელას ქალაქში მდებარე სახლში მიყვანეს და იქ მათ ადგილობრივი ბანდისგან ნარკოტიკების მოპარვაში დასდეს ბრალი.
- გოგონების სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.
გასულ შაბათ-კვირას არგენტინის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეები მკვლელების სათანადოდ დასჯას ითხოვენ.
პროვინციის გუბერნატორმა აქსელ კიჩილოფმა განაცხადა, რომ საქმეზე ექვსი ადამიანი უკვე დააკავეს და კიდევ ექვსის ძებნა კვლავ მიმდინარეობს. მან ინციდენტს „ნარკოფემიციდი“ უწოდა.
პოლიცია დეტალებს ჯერ კიდევ იძიებს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Casa del Encuentro-ს მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ქვეყანაში 164 ქალი მოკლეს.