მედია – ანდრეი ერმაკი აშშ-ში გაემგზავრება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, – ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი -ში მიფრინავს“, – აღნიშნა წყარომ მედიასთან საუბარში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, მ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ და თავდაცვის საკითხებზე შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, უკრაინას სურს შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებიც შესთავაზოს. ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები დააანონსა.
„შესაბამისი შეხვედრები იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვირაში. თუმცა, ჯერ არ გავამხელ, რა ფორმატში. ვგეგმავთ, რომ ეს შეხვედრები აშშ-ში გაიმაროს. იქ ამ ორ საკითხს დავაყენებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს