მედია: ანგრევენ ჭაჭა თაუერს, რაშიც ბათუმმა 810 000 ლარი დახარჯა – „რივიერას“ კონცეფცია დაუმტკიცეს

შპს “რივიერამ” ს მერიას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია წარუდგინა. საკითხი სხდომაზე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა გაიტანა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ. ამის შესახებ “ბათუმელები” წერს.

“ჭაჭის თაუერის” 2012 წელს აშენდა და  მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.

საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. “ბურუნ-თაბიეს” ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორე მხრიდან – ბულვარსა და ე.წ. “ჭაჭის კოშკის” სკვერს შორის.

დადგენილების მიხედვით, „დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ამორტიზებული და უსახური ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის დემონტაჟს.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა