მედია: ამ წუთებში-ჩოხატაურის საკრებულოში დეპუტატები იკრიბებიან-დაკავებულ თავმჯდომარეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ

ამ წუთებში-ჩოხატაურის მუნიციპალურ საკრებულოში დეპუტატები იკრიბებიან-ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკრებულო, რომლის საგანგებო სხდომა 12 საათზე დაიწყება, პოლიციელის ცემაში ეჭვმიტანილ და ამჟამად დაკავებულ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს – უფლებამოსილებას შეუჩერებენ.

შარაშიძე, გუშინ, სამართალდამცველებმა, ოზურგეთის ერთ ერთ რესტორანში, პოლიციელის ცემის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციის მიერ იძებნება კიდევ ორი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა