მედია: ამერიკელმა მეცნიერებმა ნიუ-იორკთან ახლოს მსოფლიოს უძველესი ტყე აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ნიუ-იორკთან ახლოს მსოფლიოს უძველესი ტყე აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას -ის უნივერსიტეტის მეცნიერები ავრცელებენ.
აშშ-ის ბინგჰემტონის უნივერსიტეტის და უელსის კარდიფის უნივერსიტეტის გუნდები აღნიშნულ ტყეს 2019 წლიდან იკვლევდნენ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა სათანადოდ გამოიკვლიეს იქ მზარდი მცენარეებისა და ხეების ასაკი. მეცნიერები თვლიან, რომ ტყე დაახლოებით 400 კილომეტრის რადიუსზე იყო გავრცელებული. მცენარეებისა და ხეების ნეშტის გამოკვლევებით დადგინდა, რომ ტყე ამ ადგილას 385 მილიონი წლის წინათ არსებობდა.