მედია: ალაპარაკდება თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე?

ალაპარაკდება თუ არა თავისუფლების სანაცვლოდ ჯუანშერ ბურჭულაძე? – თავდაცვის ექს-მინისტრი დაკავების შემდეგ სასამართლოში დღეს პირველად მიიყვანეს. დღეს საქალაქოში წინასასამართლო სხდომაა. პროცესი წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. სწორედ მან უნდა იმჯელოს აღკვეთის გადასინჯვაზე.

დაცვის მხარე სხდომაზე 100 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს და ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება.  ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.

ასევე საქმის მასალებში საუბარია ესპანეთში შეძენილ სახლზე, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისგან შეიძინა. პროკურატურა ამბობს, რომ ამ სახლის შეძენით ბურჭულაძემ ფული გაათეთრა. დღეს “პირველებმა” ბურჭულაძის ადვოკატს ჰკითხა, ნასყიდობა შედგა თუ რა შეთანხმების საფუძველზე მიიღო ბურჭულაძემ ხიდაშელის ოჯახისგან აღნიშნული სახლი ესპანეთში, თუმცა უფლებადამცველმა ამ კითხვაზე განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

  • ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი, შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს – დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე

გურამ მაჭარაშვილი – სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გლობალური ომის პარტია“, თავისი აქაური წარმომადგენლობებით, იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე ხავსს ჩაეჭიდოს – ეს ხავსიც რომ არ არსებობს, მერე იგონებენ ტყუილებს