მედია: აი ფუფუნება: რა ქონებას ფლობს გური სულთანიშვილი? (ვიდეო)

ბინები თბილისის პრესტიჟულ უბნებში, შოპინგი და დასვენება ევროპის ქალაქებში- ასე, ფუფუნებაში ცხოვრობს გური სულთანიშვილი.

მან 2021-2023 წლებში ბინა ჯერ ვაკეში იყიდა, შემდეგ – ორთაჭალაში და საბურთალოზე. სამივეს ღირებულება, ჯამში, 463 000 ლარია. აქედან ორი ქონება იპოთეკური სესხით აქვს შეძენილი. ვაკეში, წყნეთის გზატკეცილზე მდბარე ბინა კი ერთიანად, 179 000 ლარად იყიდა. პრესტიჟული უბნებიც ჰყვარებია – მის ბინებს დედაქალაქის და მტკვრის ხედები აქვს.

საიდან იშოვა სულთანიშვილმა ამ ყველაფრის ფული? რა მიხვედრა უნდა… “ოცნების” პროპაგანდისტობით. იმ დროს, როცა ვაკის ბინა იყიდა, “პოსტვ”-ის ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონია. ერთი კომპანიის მეწილე კი იყო, მაგრამ მის საქმიანობასა და შემოსავალზე ინფორმაცია არ იძებნება.

გურის ეთერში ევროპის ლანძღვა არ უჭირს:

“…როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ევროპარლამენტმა და ამ ევროპულმა ბიუროკრატიამ სრულად მთელი აპარატი მოაბილიზა ჩვენს, პატარა საქართველოს წინააღმდეგ, დაგვიპირისპირდა და პირველი ნაბიჯები გადავდგით კოლონიალიზმის წინააღმდეგ”, – ამბობდა 2025 წლის აპრილში, “იმედის” პირდაპირ ეთერში.

“გვიბრძანეს, რომ თქვენ უნდა ჩაერთოთ ომში, გაგზავნოთ სამხედრო ტექნიკა, ხო გვითხრეს და მოგვიწოდეს, არ გავგზავნეთ… პირველად გადავდგით ნაბიჯები რომ ესე ვეღარ გეტყოდნენ, მიხვდი?”, – თქვა 2025 წლის მაისში, “პოსტვ”-ის პროპაგანდისტულ გადაცემაში “ სამნი & Co”.

მაგრამ კადრს მიღმა… ხან ერთ ევროპულ ქალაქში ისვენებს, ხან მეორეში… არც პორტუგალიურ სანაპიროებს იკლებს და არც ფრანგულ კაფეებს.

თან, ეს ყველაფერი სულ ახლახანს. 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, როცა მისმა მხარდაჭერილმა პარტიამ ევროპისგან იზოლირება გამოგვიცხადა.

პროპაგანდისტობით ნაშოვნი ფულით გური და მისი ცოლი მდიდრულადაც იმოსება – ფრანგული და იტალიური მაღალი კლასის ბრენდებით – მათ გარდერობშია – 500- დოლარიანი ჰუგო ბოსის პიჯაკი, ასევე 500-დოლარიანი გოლდენ გუსის ფეხსაცმელი, 740 – ევროიანი “მაჟის” ორეული და 695- ევროიანი ქლოდი ფიერლოს ლაბადა.

ამ ლაბადით იყო წარმოდგენილი გურის ცოლი “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე.

წყარო