მედია: აბანოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა – ხარისხს სამხარაული ამოწმებს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ს კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას.

სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი].

რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, შენობაში შესრულებული სამუშაოების კუთხით, სახარბიელო მდგომარეობა არ უნდა იყოს. რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი აბანოს შენობაში შესრულებული სამუშაოების ხარისხს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს.

ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად უნდა გაფორმდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიც.

ვრცლად