მედიაში ლავროვისა და უნგრეთის საგარეო მინისტრის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა [VIDEO]

მედიაში ვრცელდება სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, , უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს, ელაპარაკება. ჩანაწერში სიიარტო გამოხატავს მზადყოფნას, რომ რუსული მხარის მოთხოვნას შეასრულებს.
ცენტრალურ ევროპაში დაფუძნებული მედიაპროექტი VSquare-ის მასალაში ნათქვამია, რომ 2024 წლის 30 აგვისტოს სიიარტოს სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში დაბრუნების თანავე დაურეკა ლავროვმა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უნგრელ კოლეგას შეახსენა, რომ ოლიგარქ ალიშე უსმანოვს სურდა, თავისი დისთვის, გულბახოს ისმაილოვასთვის ევროკავშირის სანქციები მოეხსნათ. როგორც აუდიოჩანაწერში ისმის, სიიარტო მას ამ საკითხში დახმარებას დაჰპირდა.
“ალიშერის თხოვნით გირეკავთ. ახლახანს მთხოვა შემეხსენებინა თქვენთვის, რომ მის დასთან დაკავშირებით რამეს იღონებდით.” – ეუბნება ლავროვი სიიარტოს, რაზეც პასუხად იღებს: “დიახ, რა თქმა უნდა. საქმე ისაა, რომ სლოვაკებთან ერთად ვგზავნით წინადადებას ევროკავშირში, რომ ის [სანქციების სიიდან] ამოიღონ. მომდევნო კვირაში გავგზავნით და როცა განხილვების ახალი პერიოდი დაიწყება, ის დღის წესრიგში ჩაჯდება. ყველაფერს ვეცდებით, რომ მას [სანქციები] მოუხსნან.” სატელეფონო საუბრიდან შვიდი თვის შემდეგ ისმაილოვა სანქცირებულთა სიიდან მართლაც ამოიღეს.
სიიარტო აუდიოჩანაწერის გავრცელებას Facebook-ზე გამოეხმაურა. ის ირწმუნება, რომ “უცხოური სადაზვერვო სამსახურები, უნგრელ ჟურნალისტებთან აქტიური თანამშრომლობით” მას უყურადებენ. სიიარტოს მტკიცებით, ის პირად საუბრებში აკეთებს იგივეს, რასაც საჯაროდ. ის ასევე ირწმუნება, რომ სანქციების პოლიტიკა ევროკავშირისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე რუსეთისთვის.
“ჩვენ ასევე მრავალჯერ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არასოდეს დავუშვებთ სანქციების დაწესებას იმ პირების ან კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებისთვის ან მშვიდობის მიღწევისთვის, ასევე იმათ წინააღმდეგ, ვისთვისაც სანქციების სიაში შეყვანას არ აქვს არანაირი საფუძველი ან გამართლება. და ჩვენ მომავალშიც დავიცავთ ამ პოზიციას.” – დაწერა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ “სანქციების ზომებთან” დაკავშირებით “რეგულარული კონსულტაციები” აქვს ევროკავშირის გარეთ მყოფი მრავალი სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.
VSquare-ის მასალაში ასევე ნათქვამია, რომ ისმაილოვასთვის სანქციების მოხსნა არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა სიიარტო რუსეთს სანქციების შემსუბუქებაში დაეხმარა. ისმაილოვას შეზღუდვები მოუხსნეს კიდევ ერთ რუს ბიზნესმენ ვიაჩესლავ მოშე კანტორთან და სპორტის მინისტრ მიხაილ დეგტიარიოვთან ერთად.
მედიასთან საუბარში ევროპელმა დიპლომატებმა ანონიმურად თქვეს, რომ უნგრეთი და მოლაპარაკებებს რუსეთის მიერ გადაცემული სანქციების სიიდან ამოსაღებ პირთა სიითით იწყებენ.