“მედიაზონა”: 2023 წელს პუტინმა სარეკორდო რაოდენობის საიდუმლო ბრძანებულებებს მოაწერა ხელი

2023 წელს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების 49,5 პროცენტი საიდუმლო იყო. ეს „მედიაზონამ“ გამოთვალა სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლის საფუძველზე. ამგვარად, ყოველი მეორე ბრძანებულება, რომელსაც პუტინმა მოაწერა ხელი 2023 წელს, გასაიდუმლოებული იყო. ეს ისტორიული რეკორდია.
საიდუმლო ბრძანებულებების წინა რეკორდი პუტინმა დაამყარა 2001 წელს, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი მიმდინარეობდა. მაშინ გასაიდუმლოებული იყო ბრძანებულებების 47 პროცენტი. 2022 წელს, ში სრულმასშტაბიანი ომის პირველ წელს, საიდუმლო ბრძანებულებების წილი 45 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, ხელმოწერილი ბრძანებულებების საერთო რაოდენობა ომის მეორე წელს არ შეცვლილა: 2022 წლის უკანასკნელი გამოქვეყნებული ბრძანებულების ნომერია 996, 2023 წლისა კი 997.
როგორც „მედიაზონა“ აღნიშნავს, საიდუმლო ბრძანებულებები, სხვათა შორის, გამოიყენება სამხედროთა დაჯილდოებისთვის და მოიერიშე რაზმებში საბრძოლველად აყვანილი მსჯავრდადებულების შეწყალებისთვის. 2022 და 2023 წლებში შეწყალებულ იქნა მინიმუმ 17 ადამიანი, რომლებმაც მკვლელობები ჩაიდინეს, ყველა მათგანი უკრაინაში იბრძოდა და შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
2023 წელს გამოქვეყნებულ პუტინის ბრძანებულებებში საგრძნობლად გაიზარდა იმ დოკუმენტების რაოდენობა, რომლებიც ეხებოდა სამხედრო ქვედანაყოფებისთვის (ხომალდებისთვის) „გვარდიის“ საპატიო წოდების მინიჭებას. რისთვის ხდება მათი მინიჭება, უცნობია: დოკუმენტებში მხოლოდ სტანდარტული ფორმულირება წერია: „მასობრივი გმირობისა და გამბედაობისთვის, სიმტკიცისა და სიმამაცისთვის“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება