მედია: ვინ დანიშნა ემანუელ მაკრონმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე?

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე ოლივიე კურტო დანიშნა. 

მაკრონმა ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულება 7 აგვისტოს გამოსცა. ოლივიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის თანამდებობას იკავებდა.

ფრანგული მედიის ცნობით, ის ასევე მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი.

ოლივიე კურტო შეცვლის შერაზ გასრის, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)