“მედვედევს გადაეცით…” – ტრამპმა რუსეთის ექს-პრეზიდენტს მიმართა

“გადაეცით მედვედევს, ს წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ფიქრობს რომ ისევ პრეზიდენტია, სიტყვები ყურადღებით შეარჩიოს. ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის”, – ეს განცხადება -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალ ქსელში გააკეთა.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის ომის შესაწყვეტად მიცემული 50-დღიანი ვადა შეამცირა, მედვედევმა ტრამპი საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ “რუსეთი ან ირანი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია”, ოღონდ არა სთან, არამედ აშშ-სთან”.
ტრამპის ულტიმატუმის თანახმად, თუ რუსეთი ომს არ შეაჩერებს, ის აგვისტოს დასაწყისში სანქციებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობსა და გაზს იყიდიან. ყველაზე დიდი ქვეყნები, ვისაც ეს სანქციები ემუქრებათ, არიან ჩინეთი და ინდოეთი. რუსეთისგან ენერგომატარებლებს ყიდულობს თურქეთიც და საქართველოც. გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთს უკვე უწესებს 25%-იან ტარიფს, მათ შორის რუსეთისგან ნავთობის ყიდვის გამო.
“არ მანაღვლებს რას გააკეთებს ინდოეთი რუსეთთან დაკავშირებით. მათ შეუძლიათ ერთად დაანგრიონ საკუთარი მკვდარი ეკონომიკები. ინდოეთთან ისედაც ძალიან ცოტა ბიზნესს ვაწარმოებთ. მათი ტარიფები ძალიან მაღალია, ერთ-ერთი უმაღლესი მსოფლიოში. ანალოგიურად აშშ და რუსეთი თითქმის არავითარ ბიზნესს არ აწარმოებენ ერთად. ეს ასეც უნდა დარჩეს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.