მედვედევი: ყველა მეკითხება – რა გავაკეთოთ? ისინი დაიჭირეს. ყოჩაღ ყველას, ვინც დაიჭირა. უნდა დავხოცოთ? უნდა დავხოცოთ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ტერორისტები, რომლებმაც გასულ დღეს კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმის ბრალი აღიარეს, უნდა დახოცონ და ეს მოხდება.
“ყველა მეკითხება – რა გავაკეთოთ? ისინი დაიჭირეს. ყოჩაღ ყველას, ვინც დაიჭირა. უნდა დავხოცოთ? უნდა დავხოცოთ. და ეს მოხდება. თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა თანამონაწილის მოკვლა. ყველასი. ვინც ფული გადაიხადა, ვინც თანაუგრძნობდა, ვინც ეხმარებოდა. ყველა უნდა მოვკლათ.” – წერს მედვედევი.
რუსეთში სიკვდილით დასჯის კანონი 90-იანი წლების შემდეგ აღარ მოქმედებს, თუმცა, ტერაქტის ფონზე, ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებმა მის დაბრუნებაზე საუბარი დაიწყეს.
“ახლა ბევრი კითხვა ისმის სიკვდილით დასჯაზე. ეს საკითხი ნამდვილად ღრმად, პროფესიონალურად და არსობრივად შემუშავდება. მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი საზოგადოების განწყობისა და მოლოდინების შესაფერისი იქნება” – თქვა გასულ დღეებში ს პარლამენტის ქვედა პალატაში, სახელმწიფო დუმაში მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ვასილიევმა გასულ დღეებში.
“როცა საუბარია ტეტორიზმსა და მკვლელობაზე, სიკვდილით დასჯის დაბრუნება აუცილებელია.” – თქვა დუმის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იური აფონინმა.
ტერორისტების განადგურებას მედვედევი თავდასხმის დღესაც ითხოვდა.
22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს .
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას “ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი” უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.
7 მარტს -ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.
რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.