რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
მედვედევი ქართული საზოგადოების პროტესტთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ აქ აშშ-ს ხელი ურევია.
“თბილისში დისკუსია უცხოური აგენტების კანონის შესახებ ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში ქართულ ხალისიან თავპირისმტვრევის სფეროში გადავიდა. ის, ვინც ასეთ ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, დაე პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს. ამ ყველა მიტინგის მიღმა ჩანს გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი. მთავარი, რაც არ მოსწონთ “დემონსტრანტებს” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონში, რომლის მიღებას საქართველოს პარლამენტი ცდილობს – ეს არის “რუსული იდეა” და არა დასავლური ინიციატივა.” – წერს მედვედევი.
მედვედევი იხსენებს, რომ ყირგიზეთში მსგავსი კანონის მიღებას დასავლეთისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რისი უფლებაც, მისი აზრით, მათ არ ჰქონდათ.
ამას გარდა, მედვედევი ცდილობს ქართული ღირებულებებითა და კულტურით მანიპულირებას და ამბობს, რომ ის ევროპულისგან განსხვავდება. ასევე, ის აგენტების კანონს კვლავ ამერიკულ FARA-ს ადარებს.
“ერთი წლის წინ, სხვათა შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ოფიციალური წარმომადგენელი პრაისის პირით გამოთქვა “კმაყოფილება”, როცა საქართველოს ხელისუფლებამ დღეს განხილული კანონის წინა პროექტი უკან გაიწვია. ეს იმიტომ, რომ (სიტყვასიტყვით) დოკუმენტი იყო “ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუსაბამო”. ნუ, კი, მართალიცაა. ღირებულებები სხვადასხვაა. შავი ზღვა ატლანტიკა არაა, ჯორჯია საქართველო არაა, სახელების ყველა მსგავსების მიუხედავად.
ამავდროულად, ევროკავშირში ახლა გეგმავენ მიიღონ უცხოური გავლენის აგენტების კანონის საკუთარი ვერსია. იმაზე მკაცრიც კი, ვიდრე აშშ-შია, სადაც ის 1938 წლიდან მოქმედებს და სერიოზულად ზღუდავს საქმიანობას იურიდიული და ფიზიკური პირების ფართო წრეებისა, რომლებიც წარმოადგენენ უცხოური სტრუქტურებისა და მოღვაწეების ინტერესებს. ჯარიმები, ციხე, დეპორტაცია, “არასასურველ” პირთა და ორგანიზაციათა შეზღუდვა – მთელი არსენალი მზადაა და მყისიერად გამოიყენება. თუმცა ეს სავსებით ნორმალურად ითვლება. ეს ხომ ამერიკული კანონია და ის უკეთესია. ვფიქრობ, უცხოელ აგენტებზე სიკვდილით დასჯაც რომ ჰქონოდათ, ვაშინგტონში ამ რეპრესიების საფუძველსაც გამონახავდნენ. სწორია, რადგან ისინი ხომ თავად ამერიკის მტრებს სჯიან სიკვდილით!
ქართული, ყირგიზული და სავსებით შემწყნარებლური რუსული კანონისგან, რომელიც უშვებს უცხოელი აგენტების საქმიანობას, თუმცა, სავსებით სამართლიანად, ითხოვს მათგან გამჭვირვალობასა და ეწინააღმდეგება ფარულ, უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში” – წერს მედვედევი.