მედვედევი: კროკუსზე ტერაქტის სპონსორები მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები არიან

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმასთან დაკავშირებით მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავითარებს.
მედვედევის მტკიცებით, თავდასხმის ორგანიზატორი ა, ხოლო მისი სპონსორები დასავლური სახელმწიფოების ლიდერები არიან.
“მისი [მაკრონი] რიტორიკა, მისი ქმედებები და რაც მთავარია, სანქციები ბანდერულ რეჟიმთან საიდუმლო ოპერაციებზე, შესაძლოა, კვალიფიცირებული იყოს, როგორც თანამონაწილეობა 22 მარტის ტერაქტში. ამიტომაც, ხამანწკების და შამპანურის მოყვარულმა ისე ჩაისვარა, რომ ქვეშევრდომების მეშვეობით საჯაროდ უარყო საფრანგეთის მონაწილეობა ტერაქტში. აშკარაა, რომ მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები არიან ამ საშინელი ტერაქტის სპონსორები. ამის პატიება შეუძლებელია. აქ იმუნიტეტებით ვერ დაიმალები და ამიერიდან ისინი სთვის მხოლოდ მტრები არ არიან” – წერს მედვედევი Telegram-ზე.
22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ს მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.