მედვედევი: კამალა სულელია, ტრამპი კი აბსურდს ამბობს

აშშ-ის საპრეზიდენტო სთვის არაფერს შეცვლის, რადგან ორივე კანდიდატის პოზიციები სრულად ასახავს ორპარტიულ კონსენსუსს ჩვენი ქვეყნის დამარცხების აუცილებლობის შესახებ“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე Telegram-ზე წერს.

მედვედევი ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი სისტემას დაემორჩილება/

„კამალა სულელია. გამოუცდელი, მართვადი და ირგვლივ ყველასი შეეშინდება. მმართველობა მთავარი  სინკლიტის ხელში იქნება – ძირითადი მინისტრები, პლიუს თანაშემწეები და ირიბად, ობამას ოჯახი.

დაღლილი ტრამპი აბსურდებს ლაპარაკობს – „გარიგებას შევთავაზებ“, „მე შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს მასთან“… ისიც იძულებული იქნება, დაემორჩილოს ყველა სისტემურ წესს. ის ომს ვერ შეაჩერებს. ვერც ერთ დღეში, ვერც სამ დღეში და ვერც სამ თვეში. ხოლო თუ მართლა შეეცდება, შეუძლია ახალი JFK (ჯონ ფიცჯერალდ კენედი) გახდეს“, – წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნეიტრალური საქართველო“ – ქართველმა ხალხმა პლებისციტზე უნდა უპასუხოს კითხვას: ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?!

უკრაინის საგარეო უწყება – საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს ვურჩევთ, თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატოს დახურული კარები