“ოდესღაც, დიდი ხნის წინ, დუროვს ვკითხე, რატომ არ უნდა სამართალდამცავებთან თანამშრომლობა. “ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა”, – მითხრა მან. “მაშინ ყველა ქვეყანაში გექნება სერიოზული პრობლემები”, – ვუპასუხე მე. ჩათვალა რომ ყველაზე დიდი პრობლემები რუსეთში შეექმნებოდა და გაიქცა. უნდოდა “მსოფლიოს მოქალაქე” ყოფილიყო, რომელიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობს. შეცდომა დაუშვა. უნდა მიხვდეს, რომ სამშობლოს, ისევე, როგორც დროებას, არ ირჩევენ.
ამ სიტყვებით გამოეხმაურა პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.