მედვედევი: დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ მის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან.
ამის შესახებ მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ რუსეთი 1991 წლის საზღვრებში დააბრუნონ, გლობალურ ომს და ბერლინზე, ლონდონსა და ვაშინგტონზე დარტყმებს გამოიწვევს.
მისივე თქმით, „ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელშიც საკუთარ მამულს იცავენ“.
„ასე რომ, დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ“, – წერს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ