მედვედევი: „დიფ სტეიტი“ ტრამპს სასტიკ წინააღმდეგობას უწევს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიფ სტეიტი“ სასტიკ წინააღმდეგობას უწევს.
ამის შესახებ მან ს წინააღმდეგ ამერიკიდან მოსალოდნელ ახალ მძიმე სანქციებზე საუბრისას აღნიშნა. კერძოდ, რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადებით, მას უკვე აქვს 72 სენატორის მხარდაჭერა კანონპროექტისთვის, რომელიც 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირსა და ურანს ყიდულობენ. ეს სანქცია იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ში და ომს გააგრძელებს.
„აშშ-ის სენატი, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, ემზადება ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო „გამანადგურებელი სანქციების“ დაწესებისთვის. ვნახოთ, როგორ უპასუხებს ახალი ადმინისტრაცია. ტრამპის რეიტინგი მკვეთრად დაეცა და „დიფ სტეიტი“ მას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს. მაისი ქარიშხლით იწყება და საერთოდ არა მშვიდობიანად“, – წერს „ტელეგრამზე“ მედვედევი.
სინამდვილეში, სენატორი ლინდსი გრემი, რომელმაც ზემოხსენებული კანონპროექტი მოამზადა, არა ფიქციური გაერთიანებების, არამედ პირადად ს უახლოესი პოლიტიკური მოკავშირეა.
ტრამპისა და „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგობაზე საუბრობენ „ქართულ ოცნებაშიც“. მაგალითად, ამბობენ, რომ თუ ტრამპი მოახერხებს და დაამარცხებს „დიფ სტეიტს“, საქართველოზე ზეწოლაც შესუსტდება. თუმცა აპრილის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული სპიკერის, ზაზა შათირიშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ სინამდვილეში ტრამპის ადმინისტრაციასაც „დიფ სტეიტი“ აკონტროლებს.
„ქართული ოცნება“ არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს – როგორც კი „დიფ სტეიტი“ რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით „დიფ სტეიტის“ ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს”, – წერს შათირიშვილი.
„გლობალური ომის პარტია“ არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ცოტა ხნის წინ „ოცნების“ ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის „დიფ სტეიტით“ ჩაანაცვლეს. „ოცნება“ ჯერ აცხადებდა, რომ „დიფ სტეიტი“ „გლობალური ომის პარტიის“ „არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტი“ იყო ანუ ეს ორი სხვადასხვა „ორგანიზაციაა“. „ოცნების“ კონსპირაციის ბოლო ვერსიით კი, „დიფ სტეიტი“ იგივე „გლობალური ომის პარტიაა“.
„ოცნებას“ ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას ვისაც „ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიაში“ მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ზოგადად „დიფ სტეიტი“ უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.