რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა „რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება“
„ერთია, როდესაც პრეზიდენტად აირჩევი, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და ეჩვევი იმ ტვირთს, რომელსაც ატარებ. სულ სხვაა, როდესაც იძულებული ხარ მიიღო გადაწყვეტილებები სამხედრო მოქმედებების შესახებ. და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან რთულია“ | თქვა მედვედევმა TASS-თან, Reuters-თან და WarGonzo პროექტთან ინტერვიუში
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან და „ზოგიერთ სხვა სამხედრო ლიდერთან“ რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ, “იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ქართული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის“ შესახებ. მედვედევმა არ დაასახელა პუტინი, რომელიც მაშინ რუსეთის პრემიერმინისტრი იყო.




