მედვედევი: ამ მომენტიდან, აუცილებელია კიევში შესვლა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კურსკში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამიერიდან, ე.წ. სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ „ღიად ექსტრატერიტორიული ხასიათი“ უნდა მიიღოს და მათ შორის, ს აღებამდეც უნდა მივიდეს.

„ამ მომენტიდან, სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღიად ექსტრატერიტორიული ბუნება. ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შესაძლებელია და აუცილებელია ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებზე გადასვლა – ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში. კიევში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ“, – წერს მედვედევი Telegram-ზე.

ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.

7 აგვისტოს რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან.

ს პრეზიდენტი კურსკის ოლქზე შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციაა.

კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინული მხარისგან გაარკვიოს, თუ რა ხდება კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება