მედავებიან, რომ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ – ელისაშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საკუთარი სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავების ის ვიდეოჩანაწერი ამოიღო “რაც აწყობდა და დანარჩენი ვითომ არ მომხდარა”.
-მ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ არ მომხდარა. ანუ მე მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე წამში მე ოცი კაცი რომ მირტყამდა პოლიციელი უმოწყალოდ და ყური არ შეუბერტყავთ ამაზე, რა თქმა უნდა, ეს არ აინტერესებთ. კინაღამ მომკლეს ცემაში პოლიციელებმა და სამი თვეა იდებილებს თავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა სახეზე ჩანან კადრში პოლიციელები და ვერ გავიგეთ ვინ არიანო, ეს ნორმალურია?
გული მერევა იმ შენობაში რომ ვარ, სადაც მურუსიძე ჰყავთ ლიდერი, ამ დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა. პროცესზე ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, აბსურდის სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვარ და ამ ყველაფერში დიდად მონაწილეობას არ ვაპირებ, ჩემი სათქმელი ვუთხარი და წამოვედი”. – ამბობს ელისაშვილი.
ელისაშვილი 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყა.

ასევე დაგაინტერესებთ