მეგრელიშვილი: …ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა და დაფიქსირებული შედეგებით დასტურდება, რომ ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი .
მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი და გადახალისებულ ევროპაში, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს, ქართული სახელმწიფოს ადგილი თეთრ ფონზე ხუთ ჯვრიანი წითელი დროშით მოინიშნება.
„ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა და დაფიქსირებული შედეგებით დასტურდება, რომ ევროპამ გაახილა ფართოდ დახუჭული თვალები და ის ახალი დღის წესრიგისთვის ემზადება. ვიოლა ფონ კრამონის აღიარება, რომ მათ რაღაც ძალიან არასწორად გააკეთეს არის პოლიტიკური დიაგნოზი ყველა იმ ევროპარლამენტარისა რომლებიც მიკერძოების დიდი ხარისხით გამორჩეულ განცხადებებზე იყიდებოდნენ.
ისინი თითქოს ვერ ამჩნევდნენ რეალურ პრობლემებს როგორებიცაა: კრიზისი და სტაგნაცია, პრობლემებში დაკარგული მათი ქვეყნები და ევროკავშირი, გაძვირებული ფასები, ვერგაზრდილი ხელფასები და საკუთარ სამშობლოში უმცირესობაში ყოფნა. სწორედ ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა და ახლა ცვლილებების გარდაუვალი პროცესი იწყება. ქართული სახელმწიფოს პრინციპული პოზიცია შენარჩუნებულ იქნეს მშვიდობა და ეროვნული ღირსებით არ დავთმოთ პოზიციები სახელისუფლებო გუნდის დიდი გამარჯვებაა. ეს თავისი მნიშვნელობით ომში მშვიდობაა! ასევე სამაგალითოა უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებების ასევე პრინციპული პოზიცია.
ზეწოლის, ტყვიის გასროლის მიუხედავად პირველ ადგილზე საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დააყენონ. ქართული სახელმწიფო და უნგრეთი და ეროვნული ამბიციით და ბრძოლის ამ უსისხლო იარაღით გვერდიგვერდ დგანან. რას მოიტანს ეს ბრძოლა?! ქართული სახელმწიფო ღირსებით გახდება ევროპული ოჯახის წევრი და გადახალისებულ ევროპაში, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ისტორიულ და კულტურულ ღირებულებებს ქართული სახელმწიფოს ადგილი თეთრ ფონზე ხუთ ჯვრიანი წითელი დროშით მოინიშნება“, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია