მეგონა, ნათია მეზვრიშვილი გუშინდლის მერე ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა – ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის მიერ სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეგონა, მას შემდეგ, რაც მეზვრიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა საშინელი სიტყვებით შეამკეს, იგი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა.
კერძოდ, ექსპერტმა შეაფასა მეზვრიშვილის მიმართვა კახა კალაძისადმი, რომელშიც მას “კაცობაში ჩაჭრილი, ჭორიკანა მერი” უწოდა.
ფოჩხუას განცხადებით, კორუფცია, ჭორკნობა და კაცობაში ჩაჭრა, ნათია მეზვრიშვილმა საკუთარ უფროსთან, გიორგი გახარიასთან აჯობებს მოიკითხოს. “მეგონა გუშინდელი დღის მერე ეს ქალი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა. არ დარჩენილა ოპოზიციაში კაცი, რომ არ ეგინებინა და საშინელი სიტყვებით არ შეემკო ადეიშვილის გამოზრდილი ყოფილი პროკურორი, მაგრამ როდის ყოფილა ასეთი წარსულის ადამიანს თავმოყვარეობა ჰქონია.
აი, ახლაც კახა კალაძეს მიადგა. ამას გახარია ეტყობა მართლა კაცი ჰგონია. ყველას გვახსოვს გახარიას გავლილი ნარკოტესტი კარდიოლოგთან და კიდევ ბევრი სხვა რამე. ასე რომ კორუფცია, ჭორიკნობა და კაცობაში ჩაჭრა საკუთარ უფროსთან მოიკითხოს.” – წერს ნინო ფოჩხუა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აღნიშნა: “მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავიარო ნარკოლოგიური შემოწმება, გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო.”

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა