“ატალანტას” 23 წლის ნახევარმცველი ნიკოლა ჟალევსკი სასიყვარულო ურთიერთობის გამო სკანდალში გაეხვა. ჯერ კიდევ შემოდგომაზე Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ურთიერთობა პოპულარულ ბლოგერთან და ინფლუენსერ ემილი პალინისთან ჰქონდა.
რა თქმა უნდა, ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ სკანდალი იმან გამოიწვია, რომ პალინი ფეხბურთელის მეგობრის რომაელი DJ Ludwig-ის ყოფილი შეყვარებული გახდლათ.
თავდაპირველად, ამბავი მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა, რაც სოციალურ ქსელში კომენტარებსა და მოწონებებს მოიცავდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, პოლონელმა გოგონასთან ერთად გადაღებული სასიყვარულო ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ამბავი საბოლოოდ დადასტურდა.
ჟალევსკი “რომას” აღზრდილი გახლავთ და ქალაქის ქუჩებში მისი ამ საქციელის გამო კოლიზეუმთან ბანერი გამოფინეს წარწერით: “მეგობრის ღალატი დანაშაულია”.
როგორც მოგახსენეთ, ჟალევსკიმ კარიერა “რომაში” დაიწყო, შემდეგ მან კარიერა “ინტერში” გააგრძელა, გასულ ზაფხულს კი “ატალანტაში” 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
ჰოილუნის ლიდერობით – “ნაპოლიმ” “კრემონეზეს” მოუგო
“ატალანტას” რაფაელე პალადინო გაწვრთნის
“გალათასარაი” აღარ ხუმრობს – ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ლუკმენი თურქეთში წავა? – “გალათასარაი” მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
[VIDEO] ნერესის დუბლი – “ნაპოლიმ” “ატალანტას” სძლია
[VIDEO] “ბარსელონამ” კუნდეს დუბლით “აინტრახტს” მოუგო – “ატალანტამ” “ჩელსის” სძლია



